Wednesday, January 6, 2016

შრომითი მიგრაცია 

           შრომითი მიგრაცია არის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში დასაქმების მიზნით ხალხთა გადაადგილება. დღეს, დაახლოებით, 105 მილიონი ადამიანი მუშაობს საკუთარი სამშობლოს (თავისი მოქალაქეობის ქვეყნის) გარეთ. შრომითი მობილურობა გლობალიზაციისა და გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა. შრომითი მიგრანტების შემოსავალმა 2011 წელს მიაღწია 440 მილიარდ დოლარს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 350 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა ფულადი გზავნილების სახით გადაირიცხა განვითარებად ქვეყნებში.

რამდენადაც შრომითი მიგრაცია დაკავშირებულია საზღვრის კვეთისა და გადაადგილების საკითხებთან, ის საერთაშორისო ფენომენია. დასაქმების მიზნით გადაადგილების პროცესი დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან, როგორებიცაა: მოქალაქეობის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების პოლიტიკის ეფექტურობა, დემოგრაფიული ასპექტები, ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხები და სხვა. ამიტომაც, დღეს, ნებისმიერი სახელმწიფო უდიდეს ძალისხმევას მიმართავს შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვისაკენ. თუმცა, რისკები და ზიანი მაინც ახლავს შრომითი მიგრაციის პროცესს. გამომდინარე აქედან, მუდმივი დღის წესრიგია, პროცესის საკანონმდებლო რეგულირება და მისი სრულყოფა.


შრომითი მიგრაცია ორივე მხარისთვის როგორც გამგზავნი, ასევე მიმღები ქვეყნებისთვის აქტუალურია. ერთი მხრივ, წარმოშობის ქვეყნები შრომითი მიგრაციისგან იღებენ სარგებელს, რადგან ის ამსუბუქებს უმუშევრობის წნეხს, ფულადი გზავნილების საშუალებით აუმჯობესებს ვითარებას, ხელს უწყობს ცოდნის გადაცემას. მეორე მხრივ, მიგრანტთა მიმღებ ქვეყნებში, სადაც სამუშაო ძალის დეფიციტია, სათანადოდ ორგანიზებული შრომითი მიგრაციის დროს მსუბუქდება მდგომარეობა და უფრო ეფექტური ხდება მობილობა.

საქართველო განეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც შრომითი მიგრაციის საკანონმდებლო რეგულირება მწირია. არ არსებობს კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველო არის როგორც ემიგრაციის ქვეყანა (საქართველოს მოქალაქეები მიდიან სხვა ქვეყნებში დასაქმების მიზნით. პოსტსაბჭოთა პერიოდში განვითარებული მრავალმხრივი კრიზისის შედეგად ცხოვრების დონის კატასტროფულმა დაცემამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აიძულა ფიზიკური გადარჩენისთვის გამოსავალი საზღვარგარეთ დასაქმებაში ეძებნა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ვერ შემცირდა მისი ინტენსიურობა, ვერ მიიღო ხელსაყრელი და ლეგალური ფორმა), ასევე წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიმღებს (დასაქმების მიზნით). შრომითი მიგრაციის საკანონმდებლო რეგულირება აუცილებელია, როგორც საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დაცვის, ასევე, ქვეყნის შიგნით შრომითი ბაზრის რეგულირების მიზნით.

საქართველოს რატიფიცირებული აქვს „ევროპის სოციალური ქარტია (შესწორებული), რომლის დებულებები შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით, ქვეყნისთვის აღსასრულებლად სავალდებულოა. საქართველოს რატიფიცირებული აქვს, აგრეთვე, სხვა კონვენციებიც, რომლებიც გარკვეულწილად ეხება შრომითი მიგრაციის სფეროს: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 181- კონვენცია „დასაქმების კერძო სააგენტოების შესახებ“; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 88- კონვენცია „დასაქმების სამსახურის ორგანიზების შესახებ“; „შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენცია. ასევე, კონვენციები, რომლებიც არეგულირებენ ტრეფიკინგის საკითხებს და სხვა. თუმცა საქართველოს არ აქვს რატიფიცირებული შრომითი მიგრაციის სფეროს მარეგულირებელი ძირითადი კოვენციები. პრაქტიკაც ვერ განვითარდა იმგვარად, რომ შეიქმნას და ფუნქციონირებდეს ისეთი დასაქმების ორგანიზაციები, რომლებიც კანონის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალურ დასაქმებას შეუწყობდნენ ხელს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორს თანამშრომლობა შრომითი მიგრაციის რეგულირების სფეროში. ევროპის სამეზობლო პოლიტიკამ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივამ სერიოზული ბიძგი მისცა მიგრაციის მართვის სისტემის განვითარებას ქვეყანაში.




 შრომითი ემიგრაცია თანამედროვე საქართველოს უმწვავესი პრობლემააპოსტსაბჭოთა პერიოდში განვითარებული მრავალმხრივი კრიზისის შედეგად ცხოვრების დონის კატასტროფულმა დაცემამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აიძულა ფიზიკური გადარჩენისთვის გამოსავალი საზღვარგარეთ დასაქმებაში ეძებნა. სამწუხაროდ ეს დღესაც გრძელდება. ვერა და ვერ  შემცირდა მისი ინტენსიურობა, ვერ მიიღო ხელსაყრელი და ლეგალური ფორმა. შრომითი მიგრაცია ეს არის პროცესი, რომელიც მეტად  უარყოფითად აისახება ქვეყნის მდგომარეობაზე. გაეროს შეფასებით, თუ გაგრძელდა არსებული დემოგრაფიული ტენდენციები, 2000-2050 წწ. საქართველოს მოსახლეობა 2 მლნ-ით შემცირდება, რაც ამჟამინდელი მოსახლეობის თითქმის 40%- შეადგენს.
     შრომითი მიგრაცია, რაღა თქმა უნდა, არ ხდება უმიზეზოდ.
     მიზეზები:
უმუშევრობა, არასრული დასაქმება;
მცირე შემოსავალი;
ქვეყნებს შორის შრომის ანაზღაურებაში დიდი განსხვავება;
სულ უფრო მზარდი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები;
გაუმჯობესებული კომუნიკაციები და სატრანსპორტო მომსახურების ფინანსურად ხელმისაწვდომობა;
აგენტების, დამქირავებლებისა და ადვოკატების ინსტიტუციონალიზებული და კომერციალიზებული ქსელების აქტივიზაცია;
სოფლად გაჩენილი ჭარბმოსახლეობა;
უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტთა ზეჭარბწარმოება და თანამედროვე ტექნოლოგიებთან პროფესიული მომზადების შეუსაბამობა;
ქვეყნის მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე;
დემოგრაფიულად დაბერებულ ქვეყნებში მუშახელზე მოთხოვნის ზრდა;
            შრომითი მიგრაციის სახეებიხანგრძლივვადიანი, დროებითი, ნებაყოფლობითი, ლეგალური, არალეგალურისეზონური, ქანქარისებურიკომერციული, ეპიზოდური, სასწავლო...

    მას აქვს უამრავი უარყოფითი მხარე:
პირველი და მთავარი– იგი  კიდევ უფრო  აურესებს ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას.
ქვეყნის შრომის ბაზარს აკლდება მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა (   ქვეყანა  კარგავს ყველაზე ენთუზიასტ და უნარიან ახალგაზრდობას, მათ პროფესიულ მომზადებასა და განათლებაზე გაწეულ დანახარჯებს. )
შრომითი ემიგრაცია, უმთავრესად, არალეგალური ხასიათისაა და დაკავშირებულია უცხოეთში ჩვენი თანამემამულეების უკიდურეს დისკრიმინაციულ დასაქმებასა და ყოფასთან. (ძალიან ბევრი შრომითი მიგრანტი გახდა ტრეფიკინგის მსხვერპლი)

შრომითი ემიგრაციისას თითქოს, მცირდება შიგა ბაზარზე დაუსაქმებელი მოსახლეობის ხვედრითი წილი. მაგრამ, მეორე მხრივ, უარესდება შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის ხარისხი.